დღეს უკრაინაში 10 ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდება. ინფორმაციას BBC უკრაინის ვიცე-პრემიერი ირინა ვერეშჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვერეშჩუკის განცხადებით მარიუპოლიდან მოქალაქეებს ზაპოროჟიეში გადაიყვანენ. ბერდიანსკში შეიტანენ ჰუმანიტარულ ტვირთს. კიევის ოლქში ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ბერვიცის, ბოგდანოვკის, ბოროდიანკასა და ბუჩაში მყოფი მოქალაქეები შეძლებენ, რომელთაც ბროვარიში ან ბელოგოროდკაში გადაიყვნენ.
ლუგანსკის ოლქში მყოფი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნით სარგებლობას ლისიჩანსკადან, სევეროდონეცკიდან, რუბეჟნიდან და პოპასნოიდან შეძლებს. რაც შეეხება ხერსონის ოლქს, აქ ჰუმანიტარული დახმარების შეტანა იგეგმება.
ამ დრომდე რუსული მხარე ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე უარს აცხადებდა.
რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
ასევე წაიკითხეთ
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს